გზაჯვარედინი

გზაჯვარედინი არსებობს

  1. 1. რეგულირებული — სადაც არის შუქნიშანი
    №4
  2. 2. არარეგულირებული — სადაც არაა შუქნიშანი
    №6

არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესები

  1. 1. ვითვალისწინებთ პრიორიტეტის ნიშნებს: უპირატესობა აქვს მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას (ყვითელი რომბი)
    №42
  2. 2. თანაბარმნიშვნელოვან სიტუაციაში არიან: თუ ორივე მთავარ გზაზეა, ან ორივე მეორეხარისხოვან გზაზეა. ასევე, თუ გზაჯვარედინზე არ დგას პრიორიტეტის ნიშნები — ამ შემთხვევაში უპირატესობა აქვს იმას, ვინც ტრაექტორიების გადაკვეთის წერტილში არის მარჯვნივ
    №7
    №49
    №1
    №89
  3. 3. თანაბარმნიშვნელოვან სიტუაციაში უპირატესობა აქვს ტრამვაის
    №68

რეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესები

  1. 1. გავლის უპირატესობაა მწვანე მაშუქი სიგნალი მთავარ სექციაში. უთმობს ის, ვისაც აქვს მწვანე ისარი დამატებით სექციაში
    №102
  2. 2. თანაბარმნიშვნელოვან სიტუაციაში არიან თუ ორივეს აქვს მწვანე მთავარ სექციაში, ან ორივეს აქვს მწვანე დამატებით სექციაში
    №4
  3. 3. თანაბარ სიტუაციაში გავლის უპირატესობა აქვს იმას, ვინც ტრაექტორიების გადაკვეთის წერტილში არის მარჯვნივ
    №115
  4. 4. თანაბარმნიშვნელოვან სიტუაციაში გავლის უპირატესობა აქვს ტრამვაის
    №109
  5. 5. ნებისმიერ სიტუაციაში უპირატესობა აქვს სასწრაფოს ან ოპერატიულ მანქანას, თუ ჩართული აქვს ციმციმა და ხმოვანი სიგნალი. ხმოვანი სიგნალის გარეშე უპირატესობა არ აქვს!
    №21
  6. 6. რეგულირებული გზაჯვარედინის გავლისას არ ვუყურებთ პრიორიტეტის ნიშნებს!!!
    №126